A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი დელირიულ-ონირიული სინდრომით

Rus. делирий Сделиризно-онирическим синдромом
პათოლოგიური მოვლენები იწვება ჰიპნაგოგიური ონირიზმით, რომლის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან 2 დღემდეა. თანდათან ვითარდება, დასაწყისში საღამოს საათებში, ხოლო შემდგომში – დღისითაც, იდეატორული შეკავების მდგომარეობით. ავადმყოფები საათობით სხედან ან წვანან პოზის შეუცვლელად (კატატონიური სიმპტომები არ აღინიშნება). ავტოფსიქიკური ორიენტაცია შენახულია, ალოფსიქიკური ნაწილობრივ ან მთლიანად მოშლილია. გამოთქმებში ირკვევა განცდათა ფანტასტიკურობა. სახეზე აღბეჭდილია გაკვირვების, შიშის, ინტერესის გამომეტყველება ფსიქოზი გრძელდება არაუმეტეს ერთი კვირისა, რედუცირდება რამდენიმედღიანი ღრმა ძილის შემდეგ. ფსიქოზიდან გამოსულ ავადმყოფთან საუბრისას, რომელსაც საკმაოდ დეტალურად ახსოვს გადატანილი მდგომარეობა, ირკვევა, რომ ჰიპნაგოგიური ონირიზმი იცვლება ორიენტირებული და მთლიანი ონირიზმით. ორიენტირებული ონირიზმის დროს ფანტასტიკური ჰალუცინაციები პერიოდულად იცვლება გარშემო მიმდინარე რეალური მოვლენების აღქმით, ადგილი აქვს ორმაგ ორიენტაციას. გაშლილი ონირიზმის დროს ცნობიერება მთლიანად დაკავებულია ფანტასტიკური შინაარსის მოჩვენებებით და შენარჩუნებულია მხოლოდ „მე“-ს აღქმა. თუ ჰიპნაგოგიური ონირიზმის და ორიენტირებული ონირიზმის ეტაპზე ფანტასტიკური სურათები აღწერს ამა თუ იმ დასრულებულ თემატიკას და ვითარდება დრამატული ნაწარმოების სახით, გაშლილი ონირიზმის დროს აღმოცენდება ერთმანეთთან თემატიკურად დაკავშირებული დაუმთავრებელი შინაარსის სურათები, ტენდენციით ფრაგმენტულობისადმი. ონირიულ განცდებს თან ახლავს სმენითი ფენომენები და სივრცეში გადაადგილების, ფრენის, სიმსუბუქის, ჩავარდნის შეგრძნებები
Synonym: ალკოჰოლური ონირიზმი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9