A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი დელირიუმის გარეშე

Rus. делирий без делирия
თეთრი ცხელების ატიპური ფორმა. კლინიკურ სურათში არ აღინიშნება ჰალუცინაციები და ბოდვითი აზრები. იწყება ხანმოკლე (რამდენიმე დღე) პროდრომული პერიოდის შემდეგ. კლინიკურ სურათში წამყვანია ნევროლოგიური, ვეგეტატიური სიმპტომები – ტრემორი, ატაქსია, გამოხატული ოფლიანობა. მოძრაობითი აგზნება ატარებს მოუსვენრობის, ერთ ადგილზე ჯდომის შეუძლებლობის ხასიათს: ავადმყოფი წამოხტება, ცდილობს სადღაც გაქცევას. გამოხატულია გაოცებისა და შფოთვის აფექტი. ადგილი აქვს დიფუზურ ბოდვით განწყობას. ძილის დარღვევას უძილობის სახით. იშვიათად შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპნაგოგიურ ჰალუცინაციებს. ორინეტაციის შენარჩუნება მიუთითებს ცნობიერების პათოლოგიის არარსებობას. ხანგრძლივობა 2–3 დღე. გამოსავალი კრიტიკული. (Dölken A., 1901)
Synonym: დელირიუმი რედუცირებული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9