A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი ეპილეფსიური

Rus. делирий эпилептический
მიეკუთვნება იშვიათ ფსიქოზებს ეპილეფსიის დროს. მიმდინარეობს მრავლობითი მხედველობითი სცენისმაგვარი ჰალუცინაციებით. დამახასიათებელია დევნის, ფიზიკური განადგურების ბოდვა, დაკავშირებული მხედველობითი ჰალუცინაციების შინაარსთან: ცეცხლი, კვამლი, ხანძარი, ბრძოლის ველი, დამახინჯებული გვამები, ზოგჯერ – რელიგიური შინაარსის სურათები. პერიოდულად აღმოცენდება შიშის, მრისხანების აფექტები. ექსტაზის მდგომარეობები, ყოველთვის სახეზეა ფსიქომოტორული აგზნება. ეპილეფსიური დელირიუმის გავლის შემდეგ ამნეზია არ აღინიშნება. შესაძლოა ეპილეფსიური დელირიუმის აღმოცენებაში გარკვეულ როლს ასრულებდეს ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება. გასტოს (H. Gastaut, 1975) აზრით, ასეთი ფსიქოზური ეპიზოდები აღმოცენდება საფეთქლის ეპილეფსიის და ეეგ-ის „ნაძალადევი ნორმალიზაციის“ დროს. ტერმინი დელირიუმი ეპილეფსიური მოძველებულია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9