A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ძა ძი
ძილ

ძილის დარღვევა უძილობის სახით

Rus. расстройство сна в виде бессоницы
უძილობა წარმოადგენს ისეთ მდგომარეობას, როცა სრულიად არ ხდება ჩაძინება ან ძილს აქვს ხანმოკლე, წყვეტილი ხასიათი და გამოღვიძებისას არ აღინიშნება გამოძინების შეგრძნება, არ ხდება დასვენება ფიზიკური ძალების აღდგენით. მისი მიზეზები შესაძლებელია პირობითად დაიყოს ორ ჯგუფად: სომატურ-ნევროლოგიური და ფსიქიკური. სომატურ-ნევროლოგიური მიზეზებიდან აღსანიშნავია: ძილში აპნოეს სინდრომი, ნოქტურალური მიოკლონუსი და „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი, ფარმაკოლოგიური პრეპარატების უშუალო მოქმედება ან მათი ურთიერთქმედების შედეგი, ენდოკრინული დაავადებები და ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ინფექციური დაავადებები და სიმსივნეები, ტვინის ღეროს და ჰიპოთალამუსის დაზიანებები, არაკომფორტული მდგომარეობები, ასაკობრივი ცვლილებები. ფსიქიკური მოვლენებიდან მნიშვნელოვანია შფოთვითი სინდრომი მთელი თავისი მრავალფეროვნებით, ძილ-ღვიძილის ციკლის დარღვევები, რომელიც გამოვლინდება მრავალი ფსიქიკური დაავადების დროს, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, რომლებიც მიმდინარეობს დეპრესიით, პიროვნების ობსესიურ-კომპულსიური დარღვევებით, ცნს-ის ინტოქსიკაციებით (ნარკომანიები) და შიზოფრენიული სიმპტომატიკით. არჩევენ აგრეთვე პირველად უძილობას, რომლის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. აღსანიშნავია, რომ ასეთი უძილობისას გამოღვიძება ხდება სწრაფი ძილის ფაზის დაწყებისთანავე, რომლის დროსაც სუბიექტები ხედავენ კოშმარულ სიზმრებს. არსებობს მოსაზრება, რომ ცნს სწრაფი ძილის ფაზის დაწყებისთანავე დაცვითი მექანიზმებით აქტიურდება და ხდება გამოღვიძება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9