პათოლოგიურად მომატებული ძილიანობა. ვეინის (Вейн А.М.,1974) მიხედვით, არჩევენ პაროქსიზმულ და პერმანენტულ ჰიპერსომნიას. პაროქსიზმულს მიეკუთვნება ნარკოლეფსია, პიკვიკის სინდრომი, პერიოდული ძილიანობის სინდრომი, კლაინე-ლევინის სინდრომი, ისტერიული ძილიანობა, ჰიპერსომნია ეპილეფსიური, ვეგეტატიურ– სისხლძარღვოვანი, შავიკის და ჰიპოგლიკემიური კრიზების და პაროქსიზმების კლინიკაში. პერმანენტულს მიეკუთვნება ჰიპერსომნია თავის ტვინის სხვადასხვა ეტიოლოგიის ორგანული დაზიანების (ლეთარგიული ენცეფალიტი, მილიანი ტრიპანოსომური დაავადება და სხვა ენცეფალიტები და მენინგოენცეფალიტები) დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.