A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დებილობა მოძრაობითი

Rus. дебилность двигательная
(Dupré E., 1910). ბავშვთა ასაკის დაავადება, ხასიათდება მოძრაობათა უუნარობით, არასრულფასოვნებით, რომელიც არ შეესაბამება ყოველდღიურ მოთხოვნებს. ეს არიან ბავშვები, რომელთაც უჭირთ მკვეთრი და რთული მოძრაობები. სინდრომის შემადგენელია: 1) პარატონია – კუნთების ნებითი მოდუნების გაძნელება; 2) სინკინეზია – ზედმეტი, თანმხლები მოძრაობები; 3) კოორდინაციის დარღვევა. არსებობს მოსაზრება, რომ სინდრომს საფუძვლად უდევს პირამიდული გზის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგია (არამკვეთრად გამოხატული ბავშვთა ენცეფალოპათია), რომელიც მიმდინარეობს მოძრაობითი ფუნქციის ნებითი შეკავების უკმარისობით. ხშირად შერწყმულია გონებრივ ჩამორჩენილობასთან. შდრ.:
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9