Rus. синдром незначительного органического пораженияголовного мозга (Payne R.S., 1966). აღინიშნება ბავშვებში რეზიდუალური ორგანული პათოლოგიის (ტრავმა, ინფექცია და ინტოქსიკაცია ორსულობის, მშობიარობის, ადრეული ბავშვობის პერიოდში) შედეგად და დამახასიათებელია სამი რიგის სიმპტომები: 1) მოძრაობათა მოუქნელობა ქორეაფორმული და ათეტოიდური მოძრაობებით, დიფერენცირებული მოძრაობითი აქტების გაძნელება; 2) სხვადასხვა ხარისხით გამოვლინებული პერცეფციის დარღვევა; ვ) ქცევის დარღვევა – ზედმეტი მოუსვენრობა და ყურადღების კონცენტრაციის გაძნელება. ავადმყოფებს უჭირთ წერა (დისგრაფია, დისორთოგრაფია) და კითხვა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.