Rus. психозы периодические (Kirn L., 1878). პერიოდულად აღმოცენებული ფსიქოზური მდგომარეობა, რომლის გენეზში არსებით როლს ასრულებს წარსულში გადატანილი ცერებრულ-ორგანული დაავადება, ორგანიზმის რეაქტიულობის ცვლილებები (მაგ., პუბერტატულ ასაკში) და შემთხვევითი დამატებითი სომატოგენური და ეგზოგენური ფაქტორები. შეტევათშორის პერიოდებში - წაშლილი ფსიქოპათოლოგიური, ძირითადად ასთენიური სიმპტომატიკა. გამოსავალი - ან ჭკუასუსტობა, ან გამოჯანმრთელება. ფსიქოზები პერიოდული - კრებითი ჯგუფი, მოიცავს ცირკულარული ფსიქოზის ატიპურ მიმდინარეობას, პერიოდულ შიზოფრენიას. ზოგიერთი მისი ვარიანტი („ცენტრალური ტიპოზები“) შეესაბამება გოლანტის დიენცეფალოპათიურ ფსიქოზებს. პერიოდული მიმდინარეობა დამახასიათებელია რიგი ეგზოგენური ფსიქოზებისათეის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.