Rus. психозы дегенеративные аутохтонныеL. degenerare – გადაგვარება (Kleist K., 1921; Schroeder P., 1926). პერიოდულად მიმდინარე ფსიქოზური მდგომარეობები. კლინიკურად ვლინდება ჰალუცინოზის, სტუპორის, აგზნების, პარანოიდის სურათებით. ავტორების მიერ გამოყოფილია მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზიდან, ამ შემთვევებში მემკვიდრეობითი წინაგანწყობის არსებობის შესახებ მონაცემების საფუძველზე. მათ მიეკუთვნება „ონეროიდული ტიპის“ ფსიქოზი (Mayer-Gross W., 1924). ავტორების მიერ განიხილება როგორც ატიპური აფექტური ფსიქოზები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.