A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დია დიდ დიე დიზ დინ დიო დიპ დის დიუ დიფ

დისტროფია ჰეპატოცერებრული

Rus. дистрофия гепатоцеребральная
(Wesphal C., 1883; Strümpell A., 1898; Wilson S., 1912; Коновалов И.В., 1948). მძიმე პროგრესირებადი ოჯახურ-მემკვიდრეობითი დაავადება. ხასიათდება ღვიძლის ციროზით და თავის ტვინში, ძირითადად ქერქქვეშა ბირთვებში, მეორეული დესტრუქციული ცვლილებებით. პათოგენეზში მნიშვნელოვანია სპილენძის ცვლის მოშლა. ფსიქიკური ცვლილებები მრავალფეროვანია, ასთენიური მდგომარეობიდან დელირიულამდე. ექსტრაპირამიდულ-ქერქული ფორმის დროს – ღრმა დემენცია, ხასიათობრივი ცვლილებები, ეპილეფსიფორმული გულყრები, დივართრია, სკანდირებული მეტყველება, ემოციური არამდგრადობა. ნევროლოგიურად – პირამიდული და ექსტრაპირამიდული დარღვევები, ათეტოიდური და ქორეაფორმული ჰიპერკინეზები
Synonym: თავის ტვინის ფსევდოსკლეროზი, პროგრესირებადი ლენტიკულური დეგენერაცია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9