A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი ონეიროიდული

Rus. делирий онейроидный
ხასიათდება ფანტასტიკური შინაარსის სცენისმაგვარი ჰალუცინაციებით, რომელიც აღმოცენდება მანამდე არსებული ფსიქოზური მდგომარეობის შემდეგ და მიმდინარეობს მრავლობითი ფოტოფსიებით, ელემენტარული მხედველობითი ჰალუცინაციებით და ბოდვის უკუგანვითარების ეპიზოდებით. დელირიუმი ონეიროიდული ვითარდება მესამე-მეოთხე დღეს კლინიკური სურათის გართულების ტიპით, განსაკუთრებით ღამის საათებში. ხშირია ორმაგი ორიენტაცია, დადებითი ორეულის სიმპტომი. შენარჩუნებულია ავტოფსიქიკური ორიენტირება. სივრცეში სწრაფი გადაადგილების შეგრძნება. დასაწყისში – შიშის აფექტი. ონეიროიდული დელირიუმის სურათის ფორმირების დროს – გაოცება, ცნობისმოყვარეობა, ზოგჯერ განურჩევლობა. ხანგრძლივობა – 2-3 დღემდე. შესაძლებელია რეზიდუალური ბოდვის აღმოცენება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9