A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კაბ კაგ კაზ კათ კაი კაკ კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ კაფ კახ

კაპგრას სინდრომი

Rus. Капра синдром
(Capgras M.J., 1923) ხასიათდება ცნობის, ადამიანთა იდენტიფიკაციის დარღვევით ავადმყოფები ვერ ცნობენ ნათესავებს. ნაცნობებს, მათ აღიქვამენ როგორც ორეულებს. ტყუპებს ან უცნობ პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ გაკეთებული ახლობლების გრიმი (უარყოფითი ორეულის სიმპტომი) (Vie J., 1930) სხვა შემთხვევაში უცნობ ადამიანებს აღიქვამენ ნაცნობებად (დადებითი ორეულის სიმპტომი)(Vie J., 1930) ამავე დროს ხშირია ბოდვითი ინტერპრეტაცია, „უკვე ნანახის“ და „არასდროს ნანახის“ ფენომენები. ფსიქიკური ავტომატიზმის მოვლენები. შუმსკი (Шумский Н.Н., 1979) არჩევს კაპგრას სინდრომის ოთხ ფორმას: 1. ცრუ ცნობის ილუზორული ფორმა; 2. ილუზორულ-ბოდვითი. 3. ბოდვითი (მასში აერთიანებენ ორეულის ბოდვას და ფრეგოლის სიმპტომს); 4. ცრუ ცნობა ბოდვით და სენსორული დარღვევებით. (ინტერმეტამორფოზის ბოდვა) კაპგრას სინდრომი არ არის ნოზოლოგიურად სპეციფიკური. იგი გვხვდება მრავალი ფსიქიკური დაავადების დროს (Scheid K.F., 1937) მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ფორმა ატარებს ამორჩევით ნოზოლოგიურ ხასიათს; მაგ. ილუზორული ფორმა დამახასიათებელია ასთენიური მდგომარეობებისთვის, ბოდვითი – ინვოლუციური მელანქოლიის და ცირკულარული დეპრესიისათვის. შიზოფრენიის დროს გვხვდება ყველა ფორმა გარდა ილუზორულისა და ა.შ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9