A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი პროფესიული

Rus. делирий профессиональный
უმეტესად იწყება ტიპური დელირიუმითვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით, რომელიც შემდგომში განიცდის ტრანსფორმაციას: კლინიკური სურათი ღარიბია ჰალუცინაციურ-ილოზორული და აფექტური აშლილობებით. დევნის ხატოვანი ბოდვა სუსტადაა გამოხატული ან სრულებით არ არის. ფსიქომოტორული აგზნება არ ატარებს თავდაცვის და განრიდების ხასიათს. დამახასიათებელია უტყვი, ავტომატიზებული მოქმედებები. მოძრაობითი აქტები ასახავს ავადმყოფის ჩვეულ პროფესიულ მოღვაწეობას. ფსიქოზი მიმდინარეობს ლუციდური პერიოდების გარეშე. დელირიუმის დასაწყისში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გარშემომყოფთა ცრუ ცნობას. ტიპური მიმდინარეობის დროს ავტოფსიქიკური ორიენტაცია შენახულია. მძიმე შემთხვევებში შეიძლება გადავიდეს მუსტირებად დელირიუმში. გამოჯანმრთელების შემდეგ აღინიშნება გადატანილის ამნეზია
Synonym: საქმიანობის ბოდვა, დელირიუმი პროფესიული ბოდვით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9