A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დელირიუმი სისტემატიზებული

Rus. делирий систематированный
დამახასიათებელია მრავლობითი სცენისმაგვარი მხედველობითი ჰალუცინაციები, უმეტესად სიუჟეტური განვითარებით. ავადმყოფები ხედავენ გაქცევის, დევნის, მასობრივი სანახაობების ამსახველ სცენებს, რომლის მონაწილენიც თვითონ არიან. გამოხატულია შიშის აფექტი. ბოდვითი განცდები ცვალებადია, გამომდინარეობს ჰალუცინაციებს და ილუზიების შინაარსიდან, არამყარი და არასისტემატიზებული. ფსიქოზი შეიძლება მიმდინარეობდეს ერთ კვირაზე მეტ ხანს, გამოსავალი ლიზისური. ხშირად რჩება რეზიდუალური ბოდვა, ამნეზია ნაწილობრივია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9