Rus. деменция алкогольный აღმოცენდება ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად. დამახასიათებელია ფსიქიკური დეფექტის პროგრესირებადი მოვლენები. გამოვლინდება მეხსიერების, ყურადღების, საკუთრივ ინტელექტის, აფექტურ-პიროვნული სფეროს, მორალურ-ეთიკური თვისებების დაქვეითებით. ალკოჰოლური დემენცია პროგრესირდება ცერებრულ ათეროსკლეროზთან დართვის შემთხვევაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.