Rus. галлюцинаторный вариант психического автоматизма გვხვდება ენცეფალიტის სიმპტომატიკით მიმდინარე გრიპოზული ფსიქოზების და ქრონიკული ალკოჰოლური ჰალუცინოზების დროს. ნათელი ცნობიერების ფონზე ვერბალურ ჰალუცინოზს თან ერთვის ფსიქიკური ავტომატიზმისთვის დამახასიათებელი სიმპტომთა კომპლექსი: სმენითი ფსევდოჰალუცინაციები, გახსნილობის ფენომენი, აზრთა მოზღვავება ან შეკავება, ნაძალადევი აზრები, აზრთა გადაცემა სივრცეში, აზრთა გახმოვანება, ემოციათა განსხვავება, გარედან ჩარევით წარმოშობილი სიზმრები და მოქმედებები ზემოქმედების ბოდვითი იდეების გარეშე.(Гулямов М.Г ., 1965)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.