A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ხა ხე ხვ ხი ხლ ხმ ხო
ხან ხას

ხასიათი ეპილეფსიური

Rus. характер эпилептический
აღინიშნება ეპილეფსიის ხანგრძლივად მიმდინარეობის დროს, ზოგჯერ აღმოცენდება შედარებით იშვიათი გულყრების დროსაც. ხშირად ხასიათობრივი გადახრები აღენიშნებათ ეპილეფსიით დაავადებულებს პაროქსიზმების გამოვლინებამდე. თან ახლავს პროგრესირებადი დემენცია, აზროვნების სიბლანტე. ტიპურია მომატებული აგზნების მოვლენები აფექტის შეფერხებით, უნდობლობა, ეჭვიანობა, აფექტური რეაქციების შეუსაბამობა მის გამომწვევ მიზეზთან. ხშირად დეფენზიურობა და ექსპლოზიურობა აღენიშნება ერთი და იგივე ავადმყოფს. დამახასიათებელია ეგოიზმი, ეგოცენტრიზმი, განურჩევლობა და ამავე დროს გარკვეული ნივთებისადმი მიზიდულობა. ეგოისტური ტენდენციები ვლინდება თავისებური იპოქონდრიულობით, საკუთარ ჯანმრთელობაზე გადამეტებული ზრუნვით. შრომით საქმიანობაში - განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, აკურატულობა, პედანტურობა, სკრუპულოზურობა.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9