განსაკუთრებით იშვიათი დაავადება. გვხვდება პრესენილურ ასაკში და გამოწვეულია თავის ტვინის მხედველობის ბორცვის ორმხრივი ატროფიით. დამახასიათებელია სინათლეზე და კონვერგენციაზე გუგების რეაქციის მოსპობა, ჰიპერსომნია, ტაცების და აქსიალური რეფლექსების გამოჩენა, სწრაფად პროგრესირებადი დემენცია. Stern F., 1939
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.