A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეპერსონალიზაცია

Rus. деперсонализация
L. de – უარყოფა. persona – პიროვნება
(Dugas L., 1898), პიროვნების თვითშეცნობის დარღვევა, ვლინდება მისი ფიზიკური და ფსიქიკური (სხეული, სხეულის ნაწილები, გრძნობები, აზრები, წარმოდგენები, მეტყველება, მოძრაობა, გარემოსთან დამოკიდებულება და ა.შ.) ფუნქციების შეცვლით თვითშეცნობის პროცესის გაფერმკრთალებიდან სრულ შეცვლამდე და დაკარგვამდე.დეპერსონალიზაციური გამოვლინებები მრავალგვარია: შედარებით მსუბუქ შემთხვევებში იცვლება ხატოვანი კომპონენტი აღქმასა და წარმოდგენებში ჩნდება განსაკუთრებულობის უარყოფითი გრძნობა; ავადმყოფები აცხადებენ, რომ „ცხოვრობენ მხოლოდ აზრით და არა გულით“, არიან „ცივი დამკვირვებლები“, „დაკარგეს სიყვარულის, ბოროტების, სიკეთის, სამართლიანობის განცდის შესაძლებლობა“, „დაიკარგა ინტიმურობა“ (Berze J., 1926), უჩნდებათ ემოციური და ინტელექტუალური გაღარიბების შეგრძნება. რიგ შემთხვევებში თან ერთვის ზოგიერთი ფუნქციების (სუნთქვა, ძილი, მადა და სხვ.) შეცვლის შეგრძნებაც. ასეთ შემთხვევებში გამოხატულია სუბდეპრესიული მდგომარეობა და უმეტესად მდგომარეობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. შედარებით რთულ შემთხვევებში ადგილი აქვს საკუთარი „მე“-ს ან უმაღლესი ემოციების გაუცხოების შეგრძნებას. პირველ შემთხვევაში გამოხატულია „საკუთარი მთლიანობის“ დარღვევა (Jaspers K., 1965). ავადმყოფები საკუთარ „მე“-ს აღიქვამენ გაორებულად, დაკარგულად, კარგავენ წარსულის შეგრძნებას, ხოლო ის ფრაგმენტები, რაც რჩებათ წარმოდგენებში, ვერ აკავშირებენ აწმყოსთან. ასეთ დეპერსონალიზაციას კ. ჰოგი (Haug K., 1939) უწოდებდა „ავტოფსიქიკურს“. ამ შემთხვევებში, მიუხედავად ავადმყოფის შეგრძნებისა, ხშირად დარღვეულია კრიტიკულობა. სხვა შემთხვევაში ხდება უმაღლესი გრძნობების შესუსტება და დაკარგვა. ავადმყოფები აცხადებენ, რომ გახდნენ „გულქვა“, „უგულო“, „უემოციო“, „არა თუ ვერ გრძნობენ, ვერც კი ფიქრობენ რაიმეზე“. ასეთ შემთხვევებში გამოხატულია „anaesthesia dolorosa psychica“, რომელსაც შეიძლება თან ერთვოდეს სხვა აშლილობებიც და გამოხატული იყოს როგორც სომატოფსიქიკური დეპერსონალიზაცია (Haug K., 1939) ან ვიტალურ-სომატური შეგრძნებების ანესთეზია. იმ შემთხვევებში. თუ დეპერსონალიზაციური დარღვევები ვრცელდება მხოლოდ სხეულზე და მის ნაწილებზე, საუბრობენ სხეულის სქემის აშლის სინდრომზე. დ-ური დარღვევების მნიშვნელოვან სადიფერენციაციო ნიშანს კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის მოვლენებისაგან წარმოადგენს შეგრძნებათა სუბიექტურობა და ნაძალადეობის არარსებობა. დეპერსონალიზაცია აღინიშნება შიზოფრენიის ფარგლებშიც (Меграбян А.А., 1972-1975), როგორც გაუცხოების სინდრომი და მას აძლევს შიზოფრენიის დროს არსებულ ფსიქიკურ აშლილობებში გადამწყვეტ მნიშვნელობას, აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს სხვა სინდრომების ფარგლებში, მაგ., დისმორფომანიისა (Коркина М.В., 1985) და გამოვლინდეს მონოსინდრომის სახით მდფ-ის დეპრესიული ფაზის (Нуллер Ю.Л., 1981) დროს. დეპერსონალიზაციური გამოვლინებები აღწერა გ. ყუბანეიშვილმა (1945). სინდრომი დეპერსონალიზაციურ-დერეალიზაციული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9