A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეპო-პრეპარატები

Rus. депо-препараты
Fr. depot – საწყობი, სათავსი
L. depositio – შენატანი
გახანგრძლივებული მოქმედების სამკურნალო პრეპარატები. უმეტესად გამოიყენება ამბულატორიული შემანარჩუნებელი მკურნალობის დროს. მათი გამოყენებით, ერთი მხრივ, მიიღწევა პრეპარატების მომდევნო დოზების მიღებას შორის შუალედის გაზრდა, ხოლო, მეორე მხრივ, ორგანიზმში მისი სტაბილური, მუდმივი კონცენტრაციის შენარჩუნება. გახანგრძლივებული მოქმედება დამოკიდებულია ჰიდროქსილურ რადიკალზე, რომელთანაც მიერთებულია გამახანგრძლივებელი ნაერთი. ხანგრძლივობა მერყეობს 10-იდან 28 დღემდე. ფსიქიატრიაში გამოიყენება მოდიტენ-დეპო (ფლუფენაზინ დეკანოატი), ჰალოპერიდოლ-დეპო (ჰალოპერიდოლ დეკანოატი), ჰიპორტილი, ფლურშპირილენი (იმაპი), პენფლურიდოლი (სემაპი), ფლუპენტიქსოლ დეკანოატი, კლოპენტოქსილ დეკანოატი და ა.შ.
Synonym: დურანტული პრეპარატები, პროლონგირებული პრეპარატები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9