A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეპრესია

Rus. депрессия
L. de – წინდებული, presso – ზეწოლა
სინდრომი, რომლისთვისაც დამახასითებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარე სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. როგორც წესი, თან ახლავს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები (პროტოპოპოვის ტრიადა) სნეჟნევსკის (А.В. Снежневскийб 1983) მიხედვით, დეპრესითვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიცაა: საკუთარი პიროვნების. გარე სამყაროს და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. დეპრესიული მდგომარეობები მრავალფეროვანია. გამოყოფენ 9 კლინიკურ ვარიანტს, რომელიც ერთიანდება 3 ძირითად ჯგუფში (Keilholz P., 1970):
1) სომატოგენური დეპრესია – ორგანული და სიმპტომური;
2) ენდოგენური დეპრესია – შიზოფრენიული, ცირკულარული, პერიოდული, ინვოლუციური;
3) ფსიქოგენური დეპრესია – ნევროზული, გამოფიტვის, რეაქტიული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9