A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეპრესია ანაკლიტიური

Rus. депрессия анаклитическая
(Spitz R., 1946). სინდრომი, რომელიც გამოუვლინდებათ ახალშობილ და ძუძუმწოვარ ბავშვებს დედისგან იზოლაციის დროს, ჩვეულებრივ, განშორებიდან სამი თვის შემდეგ 6 თვის ასაკის შემდგომ პერიოდში, როცა ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს დედის მიმართ „დამოკიდებულება“. პათოგნომურია ნაღვლიანი. სევდიანი გამომეტყველება, აუტისტურობა, აპათია, ფსიქომოტორული შეკავება, სიამოვნების გრძნობის უქონლობა, აწეული გამღიზიანებლობა, ფართოდ გახელილი თვალები, კონტაქტის გაძნელება, რიგი ფსიქოსომატური მაჩვენებლები: ძილ-ღვიძილის რითმის დარღვევა, წოვის უნარის დარღვევა, დისპეფსია, ეპიზოდური სუბფებრილიტეტი. დედასთან კონტაქტის აღდგენის შემთხვევაში აღინიშნება დეპრესიის სიმპტომთა უკუგანვითარება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9