Rus. аутометаморфонсияGk. meta – შორის, morphē – ფორმა, opsis – მხედველობა საკუთარი სხეულის ფორმის ან ზომის დამახინჯებული აღქმა. შესაძლოა ატარებდეს მუდმივ ან გარდამავალ, ეპიზოდურ ხასიათს (ხშირად ჩაძინების დროს). ავტომეტამორფოფსია ტოტალური – ხასიათდება საკუთარი სხეულის ცვლილებების შეგრძნებებით, აღქმა გადიდებულად (მაკროსომია) ან შემცირებულად (მიკროსომია). ავტომეტამორფოფსია პარციალური – ხასიათდება სხეულის ცალკეული ნაწილების ზომის ცვლილების შეგრძნებით. შესაძლოა ერთდროულად სხეულის ნაწილის ან ერთი რომელიმე ნახევრის გადიდებული, მეორის – შემცირებული აღქმა. ხშირად აღმოცენდება თვალების დახუჭვისას და ქრება თვალის გახელისას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.