Rus. Райли-Дея вегетативная семейная дисфункция (Riley C.V., Day R.L., 1949). მემკვიდრეობითი დაავადება, ვლინდება ავტონომიური ნერვული სისტემის დისფუნქციით. გადაცემის ავტოსომურ-რეცესიული ტიპი. პათოგენეზში მნიშვნელობა ენიჭება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოქმედების დეზინტეგრაციას, მეტაბოლიზმის დარღვევას (ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის წარმოქმნის დონეზე). პათოლოგანატომიურად – დემიელინიზაციის კერები ზურგის ტვინის უკანა ფესვების და უკანა სვეტების მიდამოში, დეგენერაციული ცვლილებები ჰიპოთალამუსში, რეტიკულურ ფორმაციასა და სიმპათიკურ განგლიებში. კლინიკურად - ცრემლის სეკრეციის დარღვევა, კანის ერითემა საკვების მიღების შემდეგ ან ნერვიულობასთან დაკავშირებით, პუსტულები კანზე, ჭარბი ოფლიანობა (განსაკუთრებით ნერვიულობის დროს), ყლაპვის გაძნელება, ნერწყვის დენა, ემოციური ლაბილობა, მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა, ჰიპო- ან არეფლექსია, ტკივილის მგრძნობელობის დაქვეითება. ზოგჯერ აღინიშნება არტერიული წნევის მომატება, პერიოდული ღებინება, პერიოდული ცხელებითი მდგომარეობა, პოლაკიურია, ენურეზი, ეპილეფსიფორმული გულყრები. ძალიან იშვიათ შემთხვევაში ჭკუასუსტობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.