A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეზინტეგრაციული დევიაცია ასოციაციური პროცესისა

Rus. девияции дезинтегративные ассоциативного процесса
(Заимов К., 1979). ნორმალურად მიმდინარე ასოციაციური პროცესებიდან გადახრის ელემენტები, რომელიც ახასიათებს ფენომენოლოგიურ ერთიანობას და პათოგენეზური მექანიზმების მსგავსებას ორგანული და ფუნქციური პათოლოგიის ფარგლებში, მაგ., შიზოფრენიული გახლეჩილობის და ჟარგონაფაზიის დროს. გარდა კრეპელინის მიერ გამოყოფილი აზრობრივი და ფონეტიკური მნიშვნელობით განპირობებული დევიაციებისა, ზაიმოვმა დამატებით გამოყო დევიაციები, განპირობებული მიუღებელი პიროვნული ღაყენებისათვის შეჭრით, პერსევერაციული დევიაცია, უკონტროლობის დევიაცია პასიური ყურადღების პათოლოგიასთან დაკავშირებით და ა.შ. მათი ანალოგის სახით, რომელიც აღინიშნება ნორმაში, განიხილება მეტყველებითი დევიაცია (შეცდომები, შეცდომით გამონათქვამები). ასოციაციური დევიაციის პათფიზიოლოგიური მექანიზმის განმარტება ხდება ჯექსონის დისოლუციის კონცეფციის, ვვედენსკის პარაბიოზის, პავლოვის ჰიპნოიდურ-ფაზური მდგომარეობების და უხტომსკის დომინანტების თეორიების ასპექტში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9