A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსევდოლოგია ფანტასტიკური

Rus. псевдология фантастическая
L. pseudo – ტყუილი, logos – მეტყველება, მოთხრობა
(Delbrück A., 1891). პათოლოგიური მატყუარობა. თუმცა, ავტორის მიერ აღწერილი სახით იგი არ შეიძლება ჩაითვალოს მითომანიის სინონიმად, რადგან ფსევდოლოგია ფანტასტიკურის დროს არ არის ხაზგასმული განსაკუთრებული კონსტიტუციუერი წინაგანწყობის და რაიმე გარეშე ვითარების როლი. უფრო მეტიც, დელბრიუკი წერდა, რომ ფსევდოლოგია ფანტასტიკური აღინიშნება სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქიკური დაავადებების დროს: ეპილეფსია, ცირკულარული ფსიქოზი, პროგრესული დამბლა. ამგვარად, ტერმინი ფსევდოლოგია ფანტასტიკური და მითომანია უნდა განიხილებოდეს როგორც ახლო მდგომი ცნებები, რომლებიც ნაწილობრივ ემთხვევა ერთმანეთს. ვ. ჯიმშელეიშვილის (1945) მიერ აღწერილი ფსევდოლოგია ფანტასტიკური სამართალდამრღვევებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9