Rus. психозы тимическиеGk. thymos – გუნება-განწყობა (Delay A., Deniker P., 1957). აფექტური ფსიქოზების ჯგუფი, მიეკუთვნება როგორც ცირკულარული, ასევე მონოპოლარულად მიმდინარე ფაზები და გენეზი დაკავშირებულია დიენცეფალურ პათოლოგიასთან. მანიაც და დეპრესიაც განიხილება როგორც „ჰიპერთიმიური“ მდგომარეობა, რადგან ამ დროს ლაპარაკია გუნება-განწყოფის უკიდურეს სიმეტრიულად, პოლარულად საწინააღმდეგო სიმპტომატიკით დარღვევებზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.