A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ცედ ცელ ცენ ცერ ცეფ

ცელერ-გრიზინგერ-ნოიმანის კონცეფცია ერთიანი ფსიქოზისა

Rus. Целера-Гризингера-Ноймана концепция единого психоза
(Zeller E.A., 1838; Greisinger W., 1965; Neumann H.,1859). გასული საუკუნის 40-60-იან წლებში გერმანიაში გუისლაინის (J. Guislain) გავლენით შექმნილი შეხედულებათა სისტემა, რომლის თანახმადაც, არსებობს ერთგვარი ერთიანი ფსიქიკური დარღვევა, რომლის მიმდინარეობა ხასიათდება ოთხი თანმიმდევრული სტადიით: მელანქოლია, მანია, შეშლილობა და დემენცია. გრიზინგერი აღნიშნავდა შეშლილობის სტადიას მანიის შემდეგ ანუ აფექტურ-ბოდვით დარღვევებს ცვლიდა ჰალუცინაციურ-ბოდვითი დარღვევები. გრიზინგერის მიხედვით, ავადმყოფური პროცესი შეიძლება შეჩერდეს რომელიმე ამ სტადიაზე, შექცევადი კი არის აფექტურ და აფექტურ-ბოდვითი დარღვევების სტადიაზე. ერთიანი ფსიქოზის კონცეფცია უარს ამბობდა ფსიქოზების შესწავლის სიმპტომატოლოგიურ მიდგომაზე, თუმცა, ხელი შეუწყო მათი ზოგადპათოლოგიური და პათოგენეზური საფუძველის შემუშავებას და სათავე დაუდო ფსიქიკური დაავადებების დინამიკის გამოკვლევის პირველხარისხოვან შესწავლას. შემდგომ წლებში ერთიანი ფსიქოზის კონცეფცია უარყოფილ იქნა, თუმცა, გამოჩნდნენ დამცველებიც. თანამედროვე უცხოურ ფსიქიატრიაში (Wyrsch J., 1956; Conrad K., 1959; Janzarik W., 1959) კვლავ ვითარდება კონცეფცია ერთიანი ენდოგენური ფსიქოზის შესახებ, რომლის ერთ პოლუსზე გამოიყოფა დეპრესიული და მანიაკალური მდგომარეობები ცირკულარული ფსიქოზების დროს. მეორეზე – პროგრედიენტულად მიმდინარე მარტივი შიზოფრენია, შუალედ ეტაპზე კი ენდოგენური ფსიქოგები ფაზური მიმდინარეობით, კლინიკურ სურათში ბოდვის და პიროვნული ცვლილებების არსებობის შეგრძნებით ან შეტევისმაგვარი ფორმები დეფექტით სრული რემისიის გარეშე. ზოგი მკვლევარის შეხედულებით, ერთიანი ფსიქოზის კონცეფცია ერწყმის ანტინოზოლოგიზმს, რომლის მაგალითია მაიერის ერგაზიოლოგია. ფსიქიატრიაში ერთიანი ფსიქოზის კონცეფციის მნიშვნელობა მხედველობაში მიიღება ზოგადპათოლოგიური კანონზომიერების გამოსავლენად, რომელიც დამახასიათებელია ყველა ფსიქიკური დაავადებისთვის და ვლინდება კლინიკური სიმპტომატიკის და მიმდინარეობის ანალიზით. ფსიქიკური დაავადებების აღმოცენების და განვითარების ეს კანონზომიერებები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ფსიქიატრიული ნოზოლოგიების შემდგომი შემუშავების (Штернберг Э.Я., 1973. Снежневский А.В., 1973,1975)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9