A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეგზ ეგლ ეგო ეგრ

ეგზისტენციალური ანალიზი

Rus. екзистенциальный анализ
L. existentio – არსებობა
ჩვენი საუკუნის 20 –იან წლებში უცხოურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში აღმოცენებული მიმდინარეობა. საფუძვლად უდევს „არსებობის ფილოსოფიის“ იდეები (Binswanger O.L., Minkowski E., Fisher O.). ფსიქოპათოლოგიური კატეგორიები განიხილება ეგზისტენციალური ფილოსოფიის პოზიციიდან სივრცისა და დროის კატეგორიებთან ერთად. ცენტრალური ცნება, ერთიანობა. ეგზისტენცია ვლინდება ზრუნვით, შიშით, სიმტკიცით, სინდისით. ყველაფერი ეს განისაზღვრება სიკვდილით. ეგზისტენციის არსს ადამიანი წვდება საგანგებო სიტუაციებში – ბრძოლაში, ტანჯვაში, სიკვდილში. ეგზისტენციალური ანალიზი ანტინოზოლოგიურია. ნოზოლოგიური ფორმების შესწავლა შეცვლილია სუბიექტის ბიოგრაფიის გამოკვლევით. ეგზისტენციალური ანალიზის პოზიციიდან ფსიქიკური დაავადება განიხილება როგორც „სამყაროში ყოფიერების სტრუქტურის“ გაუკუღმართება, გახსნილი აპრიორული გზით. ფსიქიკური ავადმყოფის ობიექტურ კლინიკურ – ფსიქოპათოლოგიურ, დაავადების ეტიოპათოგენეზის შესწავლას, ეგზისტენციალიზმი უპირისპირებს ავადმყოფთან, როგორც პარტნიორთან ეგზისტენციალურ კომუნიკაციაში დაახლოებას, რაც უფრო არსებიტად და მნიშვნელოვნადაა მიჩნეული. ფსიქიატრიაში შესწავლის ობიექტია არა ფსიქიკური ავადმყოფი, არამედ პიროვნებათშორისი ურთიერთობის სფერო, რადგან ადამიანთა ურთიერთობები საზოგადოებაში ინდივიდუალური, მრავალფეროვანი და განუმეორებელია, ამდენად, ეგზისტენციალური ანალიზის შეხედულებით, უსარგებლოა რაიმე ობიექტური კრიტერიუმების ძიება, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა ფსიქიატრიული დიაგნოსტიკის აგება. ეგზისტენციალური ანალიზი ახლოა ფსიქოანალიზთან, მაიერის (A. Meyer) პრაგმატიზმთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9