A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

მ. მა მგ მდ მე მზ მი მკ მნ მო მრ მს მუ მც მძ მწ
მე მე- მებ მეგ მედ მეე მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეუ მექ მეხ

მეტამორფოფსიები

Rus. метаморфопсии
Bulg. meta შორს, შემდეგ, morphē – ფორმა, სახე, opsis· მხედველობა
(Weizsäcker V.). საგნების ზომისა და ფორმების აღქმის დარღვევა. ხასიათდება საგნების, მათი ფორმის. ფერის, ზომის სივრცეში განლაგების, მოსვენებულ მდგომარეობაში ან მოძრაობაში გაუკუღმართებული მხედველობითი აღქმით. შილდერი (P. Schilder) მეტამორფოფსიების პათოგენეზში აღნიშნავდა ლაბირინთული ან ვესტიბულური დარღვევების როლს. პეტცლი (O. Pötzl) მნიშვნელობას ანიჭებდა მარჯვენა და მარცხენა თვალების მხედველობითი აღქმის პროცესების შერწყმის უნარის დარღვევას, მათ დესინქრონიზაციას. გვხვდება თავის ტვინის ეგზოგენურ-ორგანული დაავადებების (უმეტესად ტრავმული და ინფექციური გენეზის) დროს. შედის პიკის სინდრომის, გურევიჩის განსაკუთრებული მდგომარეობების სტრუქტურაში. გურევიჩის (Гуревич М.О.,. 1949) მიხედვით, მეტამორფოფსიები მიეკუთვნება ფსიქოსენსორულ დარღვევებს. რიბალსკის (Рыбальский М.И.) მიხედვით, მეტამორფოფსიები წარმოადგენს სენსორული სინთეზის დარღვევით (ორგანული ილუზიები) გამოწვეულ ილუზიებს. არჩევენ ავტო- და ეგზომეტამორფოფსიებს. პირველის დროს ავადმყოფს აქვს საკუთარი სხეულის ნაწილების არანორმალური ზომისა და ფორმის შეგრძნება. ხშირად აღინიშნება დაძინების წინ, აღმოცენდება ხანმოკლე დროის განმავლობაში (ეპილეფსიის დროს) ან გრძელდება დიდხანს (თავის ტვინის სიფილისის, სიმსივნის დროს). ეპილეფსიით დაავადებულებში შეიძლება აღინიშნებოდეს აურის დროს ან შედიოდეს პაროქსიზმული ეკვივალენტის სტრუქტურაში. მეორე შემთხვევაში აღინიშნება გარე რეალური ობიექტების ზომის. ფორმის, ნაწილების თანაფარდობის გაუკუღმართებული აღქმა. მათ, ისევე როგორც ავტომეტამორფოფსიებს, თან ახლავს ორგანული ფსიქოსინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9