Rus. аутоскопиаGk. Skopeo – ვუყურებ სხეულის სქემის აშლის ფორმა, მიეკუთვნება სომატურ-ფსიქიკურ დეპერსონალიზაციას. ხასიათდება საკუთარი თავის სივრცეში დანახვით, რითაც განსხვავდება მენინგერ-ლერხენტალის ჰეატოსკოპიისაგან,რომლის დროსაც ავადმყოფის მიერ ორეული აღიქმება საკუთარ სხეულში.განსხვავდება აგრეთვე „მე“-ს გაორებისაგან – ფსევდოვტოსკოპიისაგან. ავადმყოფები უჩივიან აგრეთვე საკუთარი სხეულის სიმძიმის დაკარგვის,სივრცეში ფრენის, ვარდნის შეგრძნებას. გვხვდება თავის ტვინის თხემ-კეფის მიდამოს ორგანული დაზიანების, აგრეთვე ვესტიბულური ლაბირინთის დაზიანების დროს. (fere Ch.. 1891)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.