Rus. дереализацияL. realis – საგნობრივი ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, დამახასიათებელია გარემოს რეალური აღქმის უნარის დაკარგვის განცდა. ამ დროს ობიექტურად არსებული რეალობა, ცალკეული საგნები, მოვლენები აღიქმება შეცვლილად, დამახინჯებულად დროში, სივრცეში, ფორმით, ზომით, შეფერილობით, ურთიერთმდებარეობით და ა.შ. ირღვევა გარემოს დინამიკურობის აღქმა, სივრცისა და პერსპექტივის შეგრძნება. დერეალიზაცია განსაკუთრებული ფორმით ვლინდება „უკვე ნანახის“, „უკვე მოსმენილის“, „უკვე განცდილის“, „უკვე შექმნილის“, „უკვე არსებული სასურველის“ და ანალოგიური ფენომენების სახით, სადაც სიტყვა „უკვეს“ ნაცვლად დგას სიტყვა „არასოდეს“, ხშირად გვხვდება დეპერსონალიზაციასთან ერთად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.