Rus. дерматографизмGk. grapho – წერა მექანიკური შტრიხული გაღიზიანებით კანის ფერის შეცვლის ფენომენი. დერმატოგრაფიზმის მიხედვით მსჯელობენ ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციაზე. არსებობს თეთრი და წითელი დერმატოგრაფიზმი. თეთრი დერმატოგრაფიზმი წარმოიქმნება გაღიზიანებაზე კაპილარული სპაზმის საპასუხოდ; წითელი დერმატოგრაფიზმი – კაპილარების გაფართოების შედეგად. არჩევენ ადგილობრივს და გავრცობილს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.