A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დეფექტი

Rus. дефект
L. defectus – უკმარისობა
ფსიქიკური დაავადებით გამოწვეული რეზიდუალური ფსიქიკური, პირველ რიგში, პიროვნული ცვლილებები. გვხვდება შიზოფრენიის და თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად. სხვადასხვა დაავადებისთვის ვლინდება განსხვავებული თვისებებით, მაგ., შიზოფრენიის დროს ვლინდება აპათიურ-აუტისტური ცვლილებებით, აზროვნებაში დისოციაციური გამოვლინებებით. ქალა-ტვინის ტრავმების დროს – ძირითადად ინტელექტუალურ-მნესტიკური ღა ხასიათობრივი ცვლილებებით. დეფექტის გამოვლინების ხარისხი დამოკიდებულებაშია აგრეთვე დაავადების მიმდინარეობის ტიპთან. მაგ., შიზოფრენიის შეტევისმაგვარი პროგრედიენტული მიმდინარეობის დროს დეფექტი უფრო სწრაფად ვითარდება და უფრო ღრმაა, ვიდრე რეკურენტული ფორმის დროს (გამყრელიძე შ., 1971; კაშია ვ., 1984; ციციაშვილი შ., 1996)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9