Rus. дефектсиндром терминальный экстрапирамидный (Haddenbrock S., 1964). ნეიროლეფსიური სინდრომის ვარიანტი. გვხვდება ნეიროლეფსიური პრეპარატების ხანგრძლივი მიღებისას, გამოწვეულია დოფამინერგული რეცეპტორების დაზიანებით. ნეიროლეფსიური პრეპარატების მოხსნა არ იწვევს ექსტრაპირამიდული ჰიპერკინეზების რედუცირებას. დამახასიათებელია ქორეაფორმული ჰიპერკინეზები – ენის გამოყოფა, ღეჭვითი მოძრაობები, სახის კუნთთა გრიმასული შეკუმშვები, თანხმობის ჰიპერკინვზები, სხეულის ზედა ნაწილის და მენჯის რითმული მოძრაობები, ხელის თითების ათეტოიდური მოძრაობები. მოძრაობები სტერეოტიპულია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.