Rus. депсихопатизацияGk. psyche – სული, pathos – ტანჯვა ფსიქოპათიური რეაგირებისადმი მიდრეკილების უკუგანვითარება. აღინიშნება მოზარდთა ასაკში ახალი კომპენსაციური მექანიზმების ამუშავების და დადებით მიკროსოციალერ გარემოში მოხვედრის დროს (Личко А.Е., 1983), ან მოხუცებულებში დადებითი სოციალურ-ფსიქოლოგიური პირობების შექმნისას არამკვეთრად გამოხატული სისხლძარღვოვანი ცვლილებების ფონზე (Семке В.Я., 1980)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.