A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დე დებ დეგ დედ დევ დეზ დეი დეკ დელ დემ დენ დეპ დეჟ დერ დეს დეტ დეფ დექ დეც

დექსამეტაზონის სინჯი

Rus. дексаметазоновая проба
Gk.
ბიოლოგიური ტესტი ენდოგენური დეპრესიის დიაგნოსტიკისა და ანტიდეპრესიული თერაპიის ეფექტურობის შეფასებისათვის. გამოკვლევის პირველი დღის ბოლოს ავადმყოფს ეძლევა დექსამეტაზონი (დოზა დამოკიდებულია მეთოდიკის ვარიანტზე) და შემდეგ დღეს განისაზღვრება კორტიზოლის დონე სისხლის პლაზმასა და შარდში, ნორმაში დექსამეტაზონი თრგუნავს კორტიზოლის სეკრეციას დღე-ღამის განმავლობაში. ამ უკანასკნელის დონე ეშვება არსებული ზღურბლის ქვემოთ. კორტიზოლის დონის მომატება ენდოგენური დეპრესიის მაჩვენებელია. ჰიპოფიზის წინა წილის კორტიკოტროპულ ჰორმონებზე დექსამეტაზონის სუპრესორული მოქმედების უკმარისობა დეპრესიის გამოვლინების პროპორციულია. ნულერის და ოსტროუმოვას (Нуллеп Ю.Л., Остроумова М.И., 1978) გამოკვლევებით, ტესტის ძირითად კრიტერიუმად უნდა ჩაითვალოს დექსამეტაზონის შეყვანის შემდეგ კორტიზოლის შემცირების პროცენტული მაჩვენებელი და არა მისი აბსოლუტური რაოდენობის შემცირება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9