A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

კ. კა კე კვ კი კლ კმ კო კრ კტ კუ
კრა კრე კრი კრო კრუ

კრუზონის სინდრომი

Rus. Крузона синдром
(Crouzon L.E.O., 1912). ოლიგოფრენიის ფორმა, ხასიათდება სხვადასხვა ხარისხით გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობით, ძვლების განვითარების მანკებით (დიაოსტეოზი). დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც აღმოცენდება ემბრიონული განვიტარების ადრეულ ეტაპებზე. დამახასიათებელია თავის ქალის დეფორმაცია, ჰიპერტელორიზმი, ეგზოფთალმი, სახის დისპლაზია, ჰიდროცეფალია. ოფთალმოლოგიურად – სიელმე, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მხედველობის ნერვის დვრილების შეგუბება და ატროფია. ფსიქიკის მხრივ – გონებრივი განუვითარებლობა, ორგანული ფსიქოსინდრომის მოვლენები. მემკვიდრეობითი დაავადება, გადაცემის ავტოსომურ-დომინანტური ან ავტოსომურ-რეცესიული ტიპი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9