A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსევდოჰალუცინაციები

Rus. псевдогаллюцинации
L. hallutinatio – ბოდვა, ხედვა
აღქმის დარღვევა ჰალუცინაციურის მსგავსად, თუმცა, მისგან განსხვავებით, მოკლებულია „ობიექტურობის და სინამდვილის შეგრძნებას“. არ არის გაიგივებული რეალურ სახეებთან და არ არის პროეცირებული გარეთ. აღქმა ინარჩუნებს გრძნობად ხასიათს. არჩევენ ფსევდოჰალუცინაციების მხედველობითს, სმენითს, ყნოსვითს, მოძრაობითს, კინესთეზიურს, პროპრიოცეპციურს, მეტყველებით მამოძრავებელს. ავადმყოფებს თავში „ესმით“ ხმები, გახმოვანებული აზრები, ხედავენ „შინაგანი თვალით“, ლაპარაკობენ თავიდან, სისხლიდან, თვალიდან და ა.შ. წამოსულსუნზე. უმეტესად თან ახლავას ნაძალადეობის გრძნობა. შედის კანდინსკი-კლერამბოს ფსიქიკური ავტომატიზმის სტრუქტურაში. (Кандинский В.Х., 1880)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9