A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზი ისტერიული

Rus. психозы истерические
აღმოცენდება ფსიქოგენურად, ჩვეულებრივად, ძლიერი ფსიქიკური ტრავმის შემდეგ, დიდ როლს ასრულებს კონსტიტუციური წინაგანწყობა, რეაგირების ისტერიული ფორმისადმი მიდრეკილება. უფრო ხშირი კლინიკური ვარიანტებია: ბოდვისმაგვარი ფანტაზიები, გაზნერის სინდრომი, ისტერიული სტუპორი, ფსევდოდემენცია, პუერილიზმი, ფსიქიკის რეგრესიის სინდრომი („გაველურება“), ისტერიული დეპრესია. ისევე როგორც ისტერიული ნევროზების დროს ისტერიული ფსიქოზის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს „დაავადებაში გაქცევის“ და ავადმყოფური სიმპტომის „პირობითი სიამოვნების ან სასურველობის“ მექანიზმი (Свядощ А.М., 1982). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფსიქოზის კლინიკა შედარებით იშვიათად განისაზღვრება ერთ-ერთი აღნიშნული სინდრომით, ხშირად ისინი ენაცვლება ან ერწყმის ერთმანეთს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9