A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

შა შე შვ შთ ში შმ შნ შო შპ შრ შტ შუ შფ შჩ
შიდ შიზ შილ შინ შიპ შიშ შიჰ

შილდერის დაავადება

Rus. Шильдера болезнь
(Schilder P., 1912) იშვიათი დაავადება, გამოწვეულია პროგრედიენტული დემიელინიზაციური პროცესით და აზიანებს თავის ტვინის (დიდი ჰემისფეროები და ნათხემი) ნივთიერებას. ხასიათდება მზარდი დემენციით და მეტყველების მოშლით, ეპილეფსიფორმული გულყრებით, პროცესის ლოკალიზაციის მიხედვით. სმენისა და მხედველობის დაზიანებით სრულ სიყრუემდე და ამავროზამდე, სპასტიკური დამბლებით და ფსევდობულბური სიმპტომების აღმოცენებით. სიკვდილი 2-3 წლის განმავლობაში კახექსიის მოვლენების და დეცებრაციული რიგიდობის დროს. დაავადება იწყება ახალგაზრდა, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში, თუმცა, არ არის გამორიცხული დაავადების არსებობა სხვა ასაკობრივ პერიოდებშიც. ეტიოლოგია უცნობია. არსებობს მოსაზრება, რომ იგი ახლოა გაფანტულ სკლეროზთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9