A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

და დე დი დო დრ დუ დღ დ’
დოზ დოლ დომ დონ დოო დოპ დორ დოს დოფ

დოპინგი

Rus. допинг
სტიმულატორები ან ფსიქოაქტიური პრეპარატები, აგრეთვე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული. ენდოკრინული და სხვა საშუალებები, რომლებიც ხელოვნურად იწვევს შრომის უნარის მომატებას და ხსნის დაღლილობის შეგრძნებას. ხელოვნურად ქმნის სასურველ ხელსაყრელ ფიზიკურ მდგომარეობას სპორტული მიღწევებისათვის; ამის გამო შეტანილია შესაბამის იურიდიულ დოკუმენტში. დოპინგს მიეკუთვნება: ა. სტიმულატორები – ამიფენაზოლი, ამინეპტინი, კიკაინი, ფენკამფამინი, პენტილენტეტრაზოლი, სალბუტამოლი, ამფეტამინები, კოფეინი, ეფედრინი, მეზოკარბი, პიპრადოლი, ტერბუტალინი და მსგავსი ნივთიერებები, ბ. ნარკოტიკული საშუალებები – დექსტრამორამიდი. დექსტრაპროპოქსიფენი, დრამორფინი (ჰეროინი), მეტადონი, მორფინი. პენტაზოცინი, პეტიდინი და მსგავსი ნივთიერებები. გ. ანაბოლური ნივთიერებები – 1) ანაბოლური ანდროგენური სტეროიდები: კლოსტებოლი, მეტანდიენონი, ნანდროლონი, სტანოზოლონი, ფლუოქსიმესტერონი, მუტენოლონი, ოქსანდროლონი, ტესტოსტერონი და მსგავსი ნივთიერებები. 2) β2 ადრენორეცეპოტორების აგონისტები: კლენბუტეროლი. სალბუტამოლი. ტერბუტალინი. სალმეტეროლი, ფენოტეროლი და მსგავსი ნივთიერებები. დ. დიურეზული პრეპარატები – აცეტაზოლამიდი, ბუმეტანიდი, ქლორტალიდონი. ეტაკრინის მჟავა, ფუროსემიდი, ჰიდროქლოროთიაზინი. მანიტოლი. მერსალილი, სპირონოლაქტონი, ტრამტერენი და მსგავსი ნივთიერებები. ე. პეპტიდური და გლიკოპროტეინური ჰორმონები და მათი ანალოგები – 1) ქორიონული გონადოტროპონი: 2) კორტიკოტროპინი; 3) ზრდის ჰორმონი და ყველა შესაბამისი ფაქტორი, რაც ხელს უწყობს ასეთი ნივთიერებების გამოყოფას; 4) ერითროპოეტინი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9