Rus. расщепление ЭгоE. Splitting of Ego ფსიქოანალიზში: მიუხედავად იმისა, რომ ნორმალური „ეგო“ არსებიტად არის ფუნქციების შედარებით უნიფიცირებული და ორგანიზებული ჯგუფი, არსებობს გარემოებანი, როცა „ეგო“-ს გარკვეული ფუნქციები სხვების საპირისპიროა, ყოველ შემთხვევაში, დროებით მაინც. მაგ., თვითდაკვირვების აქტი, როცა ადამიანი ფიქრობს, გრძნობს და მოქმედებს სუბიექტურად, მაგრამ ამავე დროს აკვირდება ასეთ ქცევას კვაზიობიექტურად. „ეგო“-ს ასეთი „გახლეჩა“ აუცილებელი მოცლენაა, იგი ეხმარება პაციენტს, გააცნობიეროს და დააკვირდეს საკუთარი დაცვით ან დრაივისაკენ მიმართულ გამოცდილებებს (ძირითადად გადატანაში) და ცნოს ისინი როგორც წარსულის გამოცდილებების (ხშირად დათრგუნულის) გამეორება. „ეგო“-ს თერაპიული გახლეჩა“ დროებითია და მას ცვლის მანამდე არაცნობიერი მასალის „ეგო“-ში ინტეგრირება. „ეგო“-ს უფრო მუდმივი დისოციაციები სერიოზული ფსიქოპათოლოგიის არსებობის მიზეზია (მაგ., პიროვნების გაორება, ფუგის მდგომარეობები, გაუკუღმართების სხვადასხვა ფორმები. ფსიქოზური მდგომარეობები და სხვ.).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.