Rus. безконфликтная сфера ЭгоE. Conflict-free Ego Sphere ფსიქოანალიზში: „ეგო“-ს მოქმედების ის სფერო, რომელიც ჩათრეული არ არის შიგაფსიქიკურ კონფლიქტში. „ეგო“-ს ზოგ ფუნქციას (ცნობიერება, პერცეპცია, მეხსიერება, ფიქრი) თავიდანვე გააჩნია ინსტინქტური დრაივებისაგან შედარებითი დამოუკიდებლობა ანუ „პირველადი ავტონომია“. ამ ფუნქციებს, ინდივიდის ბიოლოგიური პოტენციალის შესაბამისად, აქვს მომწიფების ტენდენცია. კონფლიქტიდან წარმოშობილი „ეგო“-ს სხვა ფუნქციები განვითარების პროცესში თავისუფლდება ასეთი კავშირისაგან და ვითარდება ე.წ. „მეორეული ავტონომია“, რასაც ზოგჯერ თან სდევს „ფუნქციის შეცვლა“, ე.ი. თავდაპირველი ფუნქციური აქივობა იცვლება უფრო შეგუებული, შერბილებული აქტივობით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.