A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აზა აზო აზრ

აზროვნება

Rus. мышление
ადამიანის ტვინის მიერ ობიექტური რეალობის შემეცნების და ასახვის უმაღლესი ფორმა. პროცესი მიმდინარეობის ცოდნის, გამოცდილების მარაგის გამოყენებით, მეხსიერების, ყურადღების აღმოცენების საფუძველძე, გარე სამყაროში არსებულ საგნებსა და მოვლენებს შორის შინაგანი კავშირების დამყარების შედეგად. აზროვნებით იქმნება ახალი უშუალო აღქმნის მიღმაა, აზროვნება წარმოადგენს ადამიანის შემეცნებითი მოღვაწეობის უმაღლეს ფორმას. იგი აერთიანებს და წარმართავს ფსიქიკური პროცესების სინთეზს და ანალიზს, განზოგადებას და გამოყოფას, აბსტრაჰირებას და კონკრეტიზაციას, არსებითის გამოყოფას არაარსებითიდან. შემეცნებითი პროცესი მიმდინარეობს ფსიქიკური ასახვის ორ დონეზე. პირველი – ის განზოგადებული, გასაშუალებითებული კავშირები და დამოკიდებულებები, რომლებიც მისაწვდომია ადამიანის შემეცნებისავის; მეორე – დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივ კავშირებთან, უფრო ღრმაა და მიუწვდომელია გრძნობადი შემეცნებისათვის. ასეთია წარმოდგენების და აზრების დონეები, რომელთა შორის არსებობს გარდამავალი კავშირები. სპეციფიკური სიმპომები და სინდრომები, რომლითაც გამოვლინდება აზროვნების დარღვევები. მეტად მნიშვნელოვანია კლინიკური და პათფიზიოლოგიური თვალსაზრისით. მათი სწორი კვალიფიკაცია და მნიშვნელოვანია დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9