A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ხა ხე ხვ ხი ხლ ხმ ხო
ხან ხას

ხასიათის სურათი

Rus. характеропатия
(Ewald G.. 1924). ადამიანის ხასიათის ფორმულა, რომელიც შედგება გამოხატულების რაოდენობრივი (ათბალიანი სკალა) მაჩვენებლებით და აღნუსხავს მასასიათებელი რადიკალების გამოვლინების ხარისხს. რადიკალების ქვეშ იგულისხმება ფსიქიკური ფუნქცია. პიროვნების თვისებები განიხილება გარემო ფაქტორებზე რეაქციის ჭრილში ადამიანის განცდებთან შესაბამისად. არჩევენ ხასიათის რადიკალების ექვს სახეს: 1. უმაღლესი რეგისტრის ემოციურად შეფერილი განცდების ცნობიერებაში აღქმისა და აღბეჭდვის უნარი; 2. აღნიშნული განცდების ცნობიერებაში შენარჩუნების უნარი; 3. შთაბეჭდილების აღქმის განცდის უნარი, რაც დამოკიდებულია პრიმიტიულ „ეგო”-სურვილებთან; 4. ცნობიერებაში „ეგო“-მისწრაფებების და „ეგო“ - შთაბეჭდილებების შენარჩუნების უნარი; 5. განცდების რეგულირების ინტელექტუალური კონტროლი; 6. განცდათა გადართვის თვისება, რომელზეც დამოკიდებულია მისი მოქმედების სთენიურობა ან ასთენიურობა. ევალდის (G. Ewall) მიხედვით), ხასიათის სურათი ინტელექტის თავისებურებების და გარემოს მახასიათებლების გათვალისწინებით იძლევა ფსიქიკური (ფსიქოგენური) რეაქციის ინდივიდუალური ტიპის პროგნოზირების შესაძლებლობას.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9