A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეიბ ეიდ ეიზ ეით ეის ეიფ ეიქ

ეის ორგანოდინამიკური კონცეფცია

Rus. Эя органодинамическая концепсия
(Ey H.). გამომდინარეობს ფსიქიკური დაავადებების წარმოშობაში ორგანული და ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთდაპირისპირების დაძლევის აუცილებლობიდან. კონცეფციის მიხედვით, ცნობიერების დონე განიხილება ფსიქიკური ენერგიის ინტენსივობის შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება ორგანული დაზიანების სიღრმით. იმის მიხედვით, თუ რომელ დონეზე ხდება დეზინტეგრაცია (დისოლუცია), არჩევენ ფსიქიკური დაავადებების ორ სახეს: მწვავე ფსიქოზები – განიხილება როგორც ცნობიერების პათოლოგია, ქრონიკული ფსიქოზები და ნევროზები – როგორც პიროვნების პათოლოგია; ანუ ყველა ფსიქიკური დაავადების დროს ირღვევა ენერგეტიკული მომარაგება, რის გამოც წყდება კონტაქტი რეალობასთან და იშლება სოციალური ადაპტაცია. ნეგატიურ და პოზიტიურ სინდრომებს ე.ი. განიხილავს ბლოილერის პირველადი და მეორეული სიმპტომების ანალოგიურად. შიზოფრენიის დიაგნოსტიკა, კონცეფციის თანახმად, განისაზღვრება არა იმდენად ნეგატიური სიმპტომების არსებობით, რამდენადაც მათი სისტემური მატებით, რაც იწვევს ადაპტაციის დარღვევას. პოზიტიური სიმპტომების სიჭარბე განიხილება როგორც ორგანიზმის რეზისტენტობის გამოვლინება და ითვლება დამახასიათებლად შიზოფრენიული რეაქციებისთვის, განსხვავებით ბირთვული შიზოფრენიისაგან. კრეპელინის ნოზოლოგიური თეორიის საწინააღმდეგოდ, ეიმ წამოაყენა ფსიქიკური დარღვევების სისტემატიკა დისოლუციის დონეების მიხედვით. მიეკუთვნება ნეოჯექსონურ თეორიას და რამდენადმე ეკლექტიკურია. კონცეფციის დადებითი მნიშვნელობა – შეიმუშავა ზოგიერთი ზოგადპათოლოგიური კანონზომიერებები ფსიქიატრიაში, დაადგინა დაზიანების დონეებით განპირობებული სურათის მქონე ფსიქოზები, ერთმანეთისგან გამიჯნა ნეგატიური და პოზიტიური სიმპტომები ფსიქოპათოლოგიაში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9