A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აურ აუტ

აუტიზმი

Rus. аутизм
Gk. autos – თვითონ
სინამდვილისგან განსვლა, შინაგან განცდებზე, შიზოფრენიის დროს არსებულ აფექტურ კომპლექსებზე ფიქსაცია. აუტიზმის ქვეშ იგულისხმება ავადმყოფის ურთიერთობის შეცვლა ადამიანებთან, საკუთარ თავში ჩაკეტვა, გარე სამყაროსაგან გამოყოფა, გარშემომყოფებთან ემოციური კონტაქტის დაკარგვა. ძირითადად გვხვდება შიზოფრენიის და შიზოიდური ფსიქოპათიის დროს, თუმცა, აღწერილია ისტერიული წრის ფსიქოპათიურ პიროვნებებში ოცნებების დროს, ფსიქიკურად ჯანმრთელებში ცხოვრების განსაზღრვრულ პერიოდში, როცა ლოგიკური გადადის უკანა პლანზე, მაგ., ფანტაზიორ ბავშვებში გამოცდილების უქონლობის გამო.(Bleuler E., 1911)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9