A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფტ ფუ
ფსე ფსი

ფსიქოზები ინდუცირებული

ბოდვა კონფორმული
ფსიქოზები სიმბიონტური
Rus. психозы индуцированные
ფსიქოზები განვითარებული სხვა პირის ფსიქიკური დაავადების გავლენით. დამახასიათებელია ინდუცირებული ბოდვა, აღმოცენებული ფსიქიკური ავადმყოფის ბოდვითი იდეების გადამუშავების შედეგად. ინდუცირებული პირი იწყებს იგივე ბოდვითი იდეების გამოთქმას და იგივე ფორმით, როგორც ინდუქტორი. ჩვეულებრივ, ინდუცირდებიან ავადმყოფის ახლობლები, განსაკუთრებით ოჯახის წევრები. ამას ხელს უწყობს ინდუქტორის ავტორიტეტი და აგრეთვე ინდუცირებულის პიროვნული თავისებურებები – აწეული შთაგონებადობა, დაბალი ინტელექტუალური დონე. ავადმყოფის იზოლირება ინდუცირებულისგან იწვევს ამ უკანასკნელში ბოდვის გაქრობას. ინდუქტორებად უმეტესად გამოდიან შიზოფრენიით, ინვოლუციური ბოდვითი ფსიქოზებით, ზოგჯერ მწვავე პარანოიდებით დაავადებულებები. შდრ.:
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9