A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ეპი ეპო ეპრ ეპშ

ეპილეფსია

Rus. эпилепсия
Gk. epilēpsia – დაჭერა, ეპილეფსიური გულყრა
ქრონიკული ენდოგენურ-ორგანული დაავადება, მიმდიანარეობს განმეორებადი პაროქსიზმული დარღვევებით (კრუნჩხვითი და არაკრუნჩხვითი). ჭკუასუსტობის ფორმებით, პიროვნების ხასიათობრივი ცვლილებებით. ეპილეფსიის დროს შემთხვევათა ნაწილში ზოგჯერ აღინიშნება მწვავე ან გახანგრძლივებული ფსიქოზური მდგომარეობები. იწყება უპირატესად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. არსებობს მონაცემები მემკვიდრეობითი წინაგანწყობის არსებობის შესახებ. ეტიოპათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თავის ტვინის ორგანული დაზიანება – ნაყოფის დაზიანება, ქალა-ტვინის ტრავმის და ნეიროფექციის შედეგები. პათოგენეზში ცენტრალური ადგილი უჭირავს ეპილეფსიგენური და ეპილეფსიური კერების არსებობას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9